ოთარ კახიძე: გიგა ბოკერია არასდროს ირხეოდა ვითარცა ლერწამი ქართაგან ძლიერთა

“გიგა ბოკერია არასდროს ირხეოდა ვითარცა ლერწამი ქართაგან ძლიერთა, ყოველთვის ახერხებდა თავისი თანმიმდევრული პოზიციის დაფიქსირებას ჩვენ ყველაზე მეტად გვჭირდება ასეთი ტიპის ლიდერები, რომლებიც ასე გააგრძელებენ მართვას”.

ამის შესახებ „ევროპული საქართველოს“ წევრმა, ოთარ კახიძე პარტიის ყრილობაზე სიტყვით გამოსვლის დროს განაცხადა.

მისივე თქმით, გიგა ბოკერია ყოველთვის ახერხებდა ერთ ხმამაღალი სიტყვა ეთქვა ქართულ პოლიტიკაში.

„მინდა, ხაზი გავუსვა ჩვენი პარტიის ლიდერის, გიგა ბოკერიას როლს ზოგადად ჩვენი დამოუკიდებელი საქართველოს ისტორიის განმავლობში, ეს ადამიანი ყოველთვის ახერხებდა, რომ ჰქონოდა, ეთქვა ხმამაღალი სიტყვა ქართულ პოლიტიკაში, ყოველთვის დაეცვა ის პრინციპები, რომლისაც მას სჯერა, ვგულისხმობ ლიბერალურ დემოკრატიას, ქვეყნის დასავლურ კურსს, თავისუფალ საბაზრო ეკონომიკას და ზოგადად თავისუფლების იდეას. ის არასდროს ირხეოდა ვითარცა ლერწამი ქართაგან ძლიერთა, ყოველთვის ახერხებდა თავისი თანმიმდევრული პოზიციის დაფიქსირებას. ჩვენ ყველაზე მეტად გვჭირდება ასეთი ტიპის ლიდერები, რომლებიც ასე გააგრძელებენ მართვას“, – განაცხადა ოთარ კახიძემ.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...