ოთარ კახიძე: დასავლეთი საქართველოს მეგობარია, არა ივანიშვილის

“სახელისუფლებო დელეგაციის ყოფნა ევროკავშირი-საქართველოს ასოცირების კომიტეტის სხდომაზე სამარცხვინო იყო,”- ასე გამოეხმაურა სტრასბურგიდან დაბრუნებული “ევროპული საქართველოს” ლიდერი ოთარ კახიძე რეზოლუციის ჩაგდებას.

მისი თქმით, მიღებულია ქვეყნისათვის საზიანო გადაწყვეტილება:

“თავი რომ დავანებოთ ჩვენს შესწორებებს, საქართველოს მეგობრების შესწორებები რატომ ჩააგდეს?”

“ყველაფერს საზღვარი აქვს. შეიძლება ბევრი ადამიანი მოატყუო ცოტა ხნით, მაგრამ მუდმივად ეს ვერ მოხდება. დასრულდა ივანიშვილის მიერ დასავლეთის სიცრუეში შეყვანა. მათ იციან სიმართლე, ისინი არიან ქართული საზოგოდების, დემოკრატიის გვერდით. ისინი საქართველოს მეგობრები არიან და არა ივანიშვილის”,-აღნიშნა კახიძემ.

ევროპარლამენტი: უზენაესის გადაწყვეტილება უგულავას საქმეზე ბევრ კითხვის ნიშანს აჩენს

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად