A1 ბანერი

ოთარ კახიძე: ბოდიშს ვუხდი საზოგადოებას, ჩემი საქციელი არ იყო ეთიკური (ვიდეო)

პარლამენტში, იურიდიულ საკითხთა კომიტეტის სხდომაზე “ევროპული საქართველოს” წევრს ოთარ კახიძესა და “ოცნების” დეპუტატ ირაკლი ბერაიას შორის დაპირისპირება მოხდა.

ოთარ კახიძემ ირაკლი ბერაიას ფურცლები ესროლა.

როგორც ოთარ კახიძემ ჟურნალისტებს განუცხადა, ირაკლი ბერაიამ მას არაკორექტულად მიმართა, თუმცა არც საკუთარი საქციელი შეესაბამებოდა ეთიკურ ქმედებას, რის გამოც დეპუტატმა საზოგადოებას ბოდიში მოუხადა.

“ირაკლი ბერაიამ თავს უფლება მისცა და არაკორექტულად მომმართა, რაზეც მე გავეცი პასუხი. ჩემი პასუხი არ შეესაბამებოდა ეთიკურ ქმედებას და ბოდიშს ვუხდი საზოგადოებას.

ეს ინციდენტი მე არ წამომიწყია, უბრალოდ პასუხი გავეცი მის არაკორექტულ შეფასებას”, – განაცხადა ოთარ კახიძემ.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...