ოთარ კახიძე: ასეულობით ათასი ლარი იფლანგება და გაედინება თანამდებობის პირების ჯიბეებისკენ

“ხელისუფლება ტოტალურად ჩაფლულია კორუფციაში. რეგიონებში თითოეულ მუნიციპალიტეტში არსებობს სერიოზული პრობლემა”,-ამის შესახებ „ევროპული საქართველოს“ წევრმა, ოთარ კახიძემ “კურიერთან” განაცხადა.

„ხელისუფლება ტოტალურად ჩაფლულია კორუფციაში. რეგიონებში თითოეულ მუნიციპალიტეტში არსებობს სერიოზული პრობლემა. ასეულობით ათასი ლარი იფლანგება და გაედინება სწორედ თანამდებობის პირების ჯიბეებისკენ, გაბერილია ხარჯთაღრიცხვები, აუდიტის სამსახურიც კი პროურატურას მიმართავს როგორ ხდება სავარაუდოდ მუნიციპალიტეტებში, თანხების მითვისება და დაუფლება.

ამას ხედავს ჩვენი საზოგადოება, ბიძინა ივანიშვილისგან დაწყებული საკრებულოს და გამგეობის თანამშრომლებით დამთავრებული ყველანი ორიენირებული არიან საკუთარ ინტერესზე, მაშინ როდესაც ქვეყანაში იზრდება უმუშევრობა, სიღარიბე და ფასები“ – განაცხადა „ევროპული საქართველოს“ წევრმა, ოთარ კახიძემ.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად