ოთარ კახიძე: 2020 წელს ბიძინა ივანიშვილის დამარცხება გარდაუვალია

“მიუხედავად იმ მეთოდებისა, რაც თუნდაც 2018 წლის საპრეზიდენტო არჩევნებზე გამოიყენეს, მაინც გარდაუვალია ივანიშვილის დამარცხება”,- ამის შესახებ “ევროპული საქართველოს” ერთ-ერთმა წევრმა ოთარ კახიძემ ჟუნრალისტებთან საუბრისას განაცხადა.

“მიუხედავად იმ მეთოდებისა, რაც თუნდაც 2018 წლის საპრეზიდენტო არჩევნებზე გამოიყენეს, მაინც გარდაუვალია ივანიშვილის დამარცხება.

ჩვენ უნდა შევეცადოთ, რომ ჩვენი საერთაშორისო პარტნიორების დახმარებით ხელისუფლება ვაიძულოთ, უფრო დემოკრატიული გახადოს საარჩევნო პროცესები, ნაკლები დისკომფორტი შეექმნათ ჩვენს მოქალაქეებს.

რაც შეეხება იმასა, გაითვალისწინებენ თუ არა, თუ არ გაითვალისწინებენ მათთვის უარესი, რეალურად უფრო მეტი დარღვევა იქნება პროცესში. ეს ვერ უზრუნველყოფს რასაც ისინი განიზრახავენ, რომ დარჩნენ ხელისუფლებაში 2020 წელსაც,”- განაცხადა ოთარ კახიძემ.

ცნობისთვის, დღეს, საარჩევნო კანონმდებლობის რეფორმის სამუშაო ჯგუფის შეხვედრაშა გაიმრთა. შეხვედრის დაწყებამდე პარლამენტის თავმჯდომარე არჩილ თალაკვაძემ ბრიფინგი გამართა და უმრავლესობის მიერ საარჩევნო კანონმდებლობაში მომზადებული ცვლილებების პროექტი წარადგინა. ცვლილებები შეეხება პარტიების დაფინანსების წესს, უფასო საეთერო დროს, ბიულეტენის ნამდვილობის შემოწმების წესსა და სხვა საკითხებს.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...