ოთარ გოგავა აზერბაიჯანელ გიორგი ედიშერაშვილთან დამარცხდა და 57 კგ წონაში ტოკიოს ლიცენზიას ვერ შევწვდით

ბულგარეთის დედაქალაქ სოფიაში, მოჭიდავეები ტოკიოს ოლიმპიური თამაშების ბოლო საკვალიფიკაციო შეჯიბრებაში ჩაებნენ.

თავისუფალი სტილით მოჭიდავეთა შორის 57 კგ წონით კატეგორიაში იოთარ გოგავა შეჯიბრებაში საკვალიფიკაციო წრიდან ჩაება. მისი მეტოქე ევროპის სამგზის ჩემპიონი (2013 წელს საქართველოდან, 2017 და 2018 წლებში აზერბაიჯანიდან) გიორგი ედიშერაშვილი იყო.

შეხვედრის პირველ ნახევარში მსაჯებმა გოგავას ჩაურეს წამზომი, მან ილეთის აღება ვერ შეზლო და ედიშერაშვილი დაწინაურდა – 1:0. მეორე ნახევარში იგივე განმეორდა და ანგარიში 2:0 გახდა, თუმცა გოგავას შეეძლო ერთი შედეგიანი ილეთის ანგარიშის გათანაბრება და ფრეზე გამარჯვება მას მიეკუთვნებოდა.

შეხვედრის დასრულებამდე 30 წამით ადრე მან ფეხში შესვლა სცადა, ედიშერაშვილმა თავის დაცვა მოახერხა და ჭიდაობა პარტერში გაგრძელდა. ქულის აღების შანსი ორივე მოჭიდავეს ჰქონდა და საბოლოოდ, შეხვედრის დასრულებამდე 15 წამით ადრე, ეს ედიშერაშვილმა შეძლო და 4:0 დაწინაურდა.

პარტერში ჭიდაობისას ოთარ გოგავამ ტრავმა მიიღო და ჭიდაობის გაგრძელება ვეღარ შეძლო.

65 კგ წონით კატეგორიაში პირველი შეხვედრა მოიგო და ლიცენზიისთვის ბრძოლას აგრძელებს ბექა ლომთაძე. მან კანადელი დილონ ემანუელ უილიამსი დაამარცხა 6:4 და მერვედფინალში გავიდა.

მერვედფინალში მისი მეტოქე რუმინელი ნიკოლაი ოხლოპკოვი იქნება

86 კგ წონით კატეგორიაში 6:1 დაწინაურებულმა სანდრო ამინაშვილმა მასპინძელ ახმედ მაგამაევის სეტევებს გაუძლო და შეხვედრა გამარჯვებამდე მიიყვანა – 6:5

მერვედფინალში მისი მეტოქე აზერბაიჯანელი აბუბაკრ აბაკაროვია

შეგახსენებთ, რომ ტოკიოს ოლიმპიური თამაშების ლიცენზიას მხოლოდ ფინალში გასული მოჭიდავეები მოუტანენ თავიანთ ქვეყნებს

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...