ოთარ გაბელია: ჯგუფური ეტაპი საზომი მაინც არაა… ბავშვობიდან იტალიას ვქომაგობ

ევრო 2020-ის მიმდინარეობისას ვეტერან ფეხბურთელ ოთარ გაბელიაზე ყველაზე დიდი შთაბეჭდილება იტალიის ნაკრებმა მოახდინა. მოეწონა საფრანგეთისა და ბელგიის ნაკრებების თამაშიც. ამის შესახებ მან “აიპრესთან” ინტერვიუში ისაუბრა, რომლის სრულ ვერსიასაც მოგვიანებით შემოგთავაზებთ.

მისი თქმით, ჯგუფურ ეტაპზე ნაჩვენები მატჩები არაპროგნოზირებადია.

“ჯგუფური ეტაპი მაინც არ არის საზომი. ზოგი ჯგუფში კარგად თამაშობს და მერე ჩავარდნა აქვს ხოლმე. ზოგი კი პირიქით არის, ჯგუფში ჩავარდნა აქვს და თუ მოახერხებს გასვლას, მერე უკეთეს თამაშს აჩვენებს. ანუ არაპროგნოზირებადია ჯგუფური ეტაპის მატჩები.

ჯერჯერობით ყველაზე მეტად იტალიის ნაკრები მომეწონა. კარგი იყო საფრანგეთისა და ბელგიის ნაკრებების თამაშიც.

ფავორიტად ვის დაასახელებდით?

იტალიის ნაკრების ქომაგი ვარ და მინდა, რომ იტალიამ გაიმარჯვოს. ბავშვობიდან იტალიას ვგულშემატკივრობ და როცა ვერ თამაშობს, მაშინ სხვას რომ ვუქომაგო, არ შემიძლია. კარგ თამაშს აჩვენებენ თუ ცუდს, ყოველთვის მას ვქომაგობ.

ავტორი: იაგო ნაცვლიშვილი

კომენტარები
იტვირთება...