ოთარ დანელია: შარშან ცრუ განგაში გავრცელდა, რომ ყურძენს არ იბარებდნენ

"შარშან იყო ცრუ განგაში, რომ ყურძენს არ იბარებდნენ. ჯერ კიდევ 2 კვირა იყო დარჩენილი რთველის დაწყებამდე, როდესაც ეს გზავნილები წამოვიდა", – ამის შესახებ სოფლის მეურნეობის მინისტრმა ოთარ დანელიამ ჟურნალისტებს განუცხადა. მისი თქმით, წინა წელს არც ერთი კილო ყურძენი არ დარჩენილა ჩაუბარებელი. მინისტრის მტკიცებით, ანალოგიურად იქნება წელსაც.

"შარშან იყო ძალიან პოზიტიური რთველი, ძალიან კარგი შედეგი დაიდო და კიდევ ერთხელ მინდა გითხრათ, ასეულობით მილიონი შევიდა ადგილობრივი მოსახლეობის ოჯახებში", – განაცხადა ოთარ დანელია.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად