ოთარ დანელია: სასურსათო პროდუქციის იმპორტზე მეტი ექსპორტი უნდა განვახორციელოთ

გვინდა, რომ საქართველოში იმპორტისა და ექსპორტის შედარებითი ანალიზის შედეგად, გვქონდეს პოზიტიური მაჩვენებელი, ანუ სასურსათო პროდუქციის უფრო მეტი ექსპორტი განხორციელდეს, ვიდრე იმპორტი, – ამის შესახებ "აიპრესთან" სოფლის მეურნეობის მინისტრმა ოთარ დანელიამ განაცხადა.

მისი თქმით, არადეკლარირებული აგრო პროდუქტები საბაჟოზე არ კონტროლდება, რის გამოც ბეგარას არ იხდიან.

"არადეკლარირებულია აგროპროდუქტები, რომელიც ბაზარზე კერძო სუბიექტების მიერ გადის, შესაბამისად საბაჟოზე არ კონტროლდება და გათავისუფლებულია გადასახადებისგან.

რა თქმა უნდა, ეს სტატისტიკა მოცემულია ექსპორტისა და იმპორტის ბალანსებში, რაც დაახლოებით 490 000 000 ლარის დისბალანია. ეს ნეგატიური ბალანსია, რომელიც გვინდა, რომ 2020 წლამდე მაქსიმალურად გავანულოთ, ანუ იმპორტისა და ექსპორტის ბალანსი გათანაბრდეს. ამით გვინდა, რომ საქართველოში იმპორტისა და ექსპორტის შედარებითი ანალიზის შედეგად, გვქონდეს პოზიტიური მაჩვენებელი, ანუ სასურსათო პროდუქციის უფრო მეტი ექსპორტი განხორციელდეს, ვიდრე იმპორტი", – აცხადებს ოთარ დანელია.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად