ოთარ დანელია: ყველაფერი რაც სახელმწიფოს საკუთრებაში იყო, შეიძლება ბიზნესად იქცეს

სოფლის მეურნეობის მინისტრი ოთარ დანელია დღეს პრემიერმინისტრ გიორგი კვირიკაშვილთან ერთად გურჯაანში ალკოჰოლური სასმელების ქარხნის პრეზენტაციაზე იმყოფებოდა. როგორც სოფლის მეურნეობის მინისტრმა ოთარ დანელიამ აღნიშნა, მთავრობა მეღვინეობის განვითარებაზე მუშაობს. 

"ეს არის ერთ-ერთი თვალსაჩინო მაგალითი იმისა, რომ ბიზნესმა უნდა აკთეოს ბიზნესი. ყველაფერი რაც სახელმწიფოს საკუთრებაში იყო შეიძლება ბიზნესად იქცეს და უნდა იქცეს ბიზნესად. ჩვენ მეღვინეობის კუთხით სერიოზულ ღონისძიებებს ვახორციელებთ, აქ არ შეიძლება ბორდო არ ვახსენოთ, ღვინის ცივილიზაციის მსოფლიო ცენტრი და სადაც 2017 წელი არის საქართველოში როგორც ღვნის აკვნის წელი. ბიზნესმა უნდა იაქტიუროს და ძალიან მნიშვნელოვანია ის რომ სწორედ საფრანგეთთან ხდება მემორანდუმი გაფორმება, რაც კიდევ უფრო წაახალისებს და შემოიტანს ნოუ-ჰაუს რომელიც სჭირდება ამ დარგს და იმისთვის რომ ამ დარგის გაჯანსაღება მოხდეს სტაბილურად შემოვიტანოთ ის ყველა ტექნოლოგია, რომელიც არის მსოფლიოში განთქმულ ღვინის მწარმოებელ კომპანიებში",-განაცხადა დანელიამ. 

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად