ოთარ დანელია: ყურძნის სუბსიდირებისთვის 25 მილიონი ლარია გამოყოფილი

სოფლის მეურნეობის სამინისტროს ფარგლებში ყურძნის სუბსიდირებისთვის 25 მილიონი ლარია გამოყოფილი, – ამის შესახებ სოფლის მეურნეობის მინისტრმა ოთარ დანელიამ ჟურნალისტებს მთავრობის ადმინისტრაციაში განუცხადა.

მისი თქმით, ყურძნის სუბსიდირებასთან დაკავშირებით წელსაც შარშანდელი მიდგომები ნარჩუნდება.

რქაწითელის შემთხვევაში იქნება 45 თეთრიანი სუბსიდია, საფერავის ყურძენზე 20 თეთრიანი სუბსიდია. ბენეფიციარი ანაზღაურებას 15 დღის შემდეგ მიიღებს.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად