ოთარ დანელია ისრაელის ელჩს საქართველოში იუვალ ფუქსს შეხვდა

შეხვედრაზე მხარეებმა საქართველოსა და ისრაელს შორის არსებული ურთიერთობების ფართო სპექტრი განიხილეს. მხარეემბა ყურადღება გაამახვილეს სასოფლო-სამეურნეო პროექტებზე, რომლებიც საქართველოში ისრაელის მხარდაჭერით ხორციელდება.

იუვალ ფუქსმა იმედი გამოთქვა, რომ მინისტრი პირადად დაესწრება სოფლის მეურნეობის საერთაშორისო გამოფენას AGRITECH, რომელიც 2015 წლის აპრილში ისრაელში გაიმართება. საქართველოსა და ისრაელს შორის თანამშრომლობის 2015 წლის გეგმების განიხილვისას განსაკუთრებული ყურადღება სამეცნიერო-კვლევითი მიმართულებით თანამშრომლობის შემდგომ გააქტიურებას დაეთმო. მხარეები შეთანხმდნენ, რომ სასოფლო-სამეურნეო წარმოებაში თანამედროვე ტექნოლოგიების დანერგვის მიზნით საერთაშორისო განვითარების სააგენტო MASHAV აქტიურად ითანამშრომლებს სოფლის მეურნეობის სამინისტროს სამეცნიერო-კვლევით ცენტრთან.

იუვალ ფუქსის თქმით, საერთაშორისო განვითარების სააგენტოს MASHAV ორგანიზებით წელსაც განხორციელდება სასწავლო კურსები ფერმერებისა და ექსტენციების წარმომადგენლებისათვის. შეხვედრას მინისტრის პირველი მოადგილე ნოდარ კერესელიძე ესწრებოდა.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად