ოთარ დანელია აბაშაში ფერმერებსა და მოსახლეობას შეხვდა

მარტვილისა და აბაშის მაჟორიტარი დეპუტატი ოთარ დანელია და აბაშის მუნიციპალიტეტის მერი ლევან მაკალათია  მუნიციპალიტეტში ფერმერებს ესტუმრნენ.

ხელისუფლების წარმომადგენლები სოფელ მარანში, კოოპერატივ „სოკოს სახლში“ იმყოფებოდნენ, რომელიც რამდენიმე წელია ზაალ ჩიმაკაძემ და მარინე კანიაშვილმა ჩამოაყალიბეს და სოკო მოჰყავთ. მათ ასევე, 2, 5 ჰა-ზე გაშენებული თხილი ბაღი  დაათვალიერეს.

მაჟორიტარი დეპუტატი მრავალწლიანი ქლიავის და თხილის ბაღებში იმყოფებოდა, სადაც აზიური ფაროსანს წინააღმდეგ მიმდინარე სამუშაოების შესახებ ინფორმაცია ფერმერებისგან მოისმინა.

ოთარ დანელია ასევე, ადგილობრივ მოსახლეობას შეხვდა, სადაც მიმდინარე და დაგეგმილი პროექტების შესახებ ისაუბრა. მაჟორიტარ დეპუტატსა და მერთან შეხვედრაზე მოსახლეობამ პრიორიტეტად სხვადასხვა პრობლემებთან ერთად, ინფრასტრუქტურული სამუშაოების განხორციელება დაასახელეს.

 

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...