ოთარ დანელია: “105 საწარმო არ ნიშნავს ქარხანას, საიდანაც ორთქლი ამოდის”

მთავრობის სხდომის დაწყებამდე, სოფლის მეურნეობის მინისტრმა ოთარ დანელიამ, პრემიერმინისტრის მიერ 105 საწარმოსთან გაკეთებულ განცხადებაზე კომენტარი გააკეთა და განაცხადა, რომ ამ აღნიშნული საწარმოებიდან, ზოგი აშენებულია, ზოგი კი მუშა მდგომარეობაშია.

"105 საწარმოს მოთხოვნის დაკმაყოფილება ახალი ბიზნესის წამოწყებას ნიშნავს. ამ 105 საწარმოდან ზოგი აშენებულია, ზოგი მუშა მდგომარეობაშია ან მშენებლობა მიმდინარეობს ან მოსამზადებელი სამუშაოებია დაწყებული. თუმცა, 105-ზე მეტი საწარმოა, რომელთა მონიტორინგიც მიმდინარეობს და ვნახოთ რამდენმა დააკმაყოფილა პირობები. საწარმოა, არ გახლავთ ქარხანა, საიდანაც ორთქლი ამოდის ეს არის ნებისმიერ ბიზნესი, რომელმაც შეიძლება სტიმული მისცეს ბიზნესს და წაახალისოს ის. იქნება ეს ფერმა, სათბური თუ გადამუშავებული მრეწველობა. ძალინ მნიშვნელოვანია ჩვენთვის და ხელი უნდა შეუწყოთ მას", – ოთარ დანელია.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად