ოთარ ანგურიძე საპარლამენტო ოპოზიციაზე: ბიუჯეტის შევსებას, ალბათ, იმ ნაცადი მეთოდებით აპირებენ, რომლითაც ციხის ნოტარიუსებით ხდებოდა ქონებების ნებაყოფლობითი გადაცემები სახელმწიფოზე

თსუ ანალიზისა და პროგნოზების ცენტრის გამგეობის თავმჯდომარე, ოთარ ანგურიძე თავის ფეისბუქ-გვერდზე ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრ ნათია თურნავას პარლამენტში გამოსვლას ეხმიანება .

“საიდან აპირებენ ბიუჯეტის შევსებას ამას არსად არ ახსენებენ. ალბათ იმ ნაცადი მეთოდებით, რომელი მეთოდებითაც ციხის ნოტარიუსებით ხდებოდა ქონებების ნებაყოფლობითი გადაცემები სახელმწიფოზე „ეკონომიკის არ მცოდნე ოპოზიცია, დიდი სითამამით იწვევს ეკონომიკის მინისტრს პარლამენტში, თუმცა ცარელა სკამებით ბოკერიას დირიჟობით ხვდება. მაგრამ ბოკერიას ეკონომიკის ცოდნა ხომ ცას წვდება და აბა სხვანაირად როგორ იქნებოდა… მაგრამ, ოპოზიციას ის ავიწყდება, რომ ამჟამინდელი ეკონომიკის მინისტრი, არა მხოლოდ მთავრობის წევრია, ის უზარმაზარი გამოცდილების პროფესიონალი ეკონომიკისტია და ეს სხვაობა მთავრობის წევრსა და ოპოზიციას შორის პარლამენტის ტრიბუნასთანაც აშკარად ჩანს“, – წერს ანგურიძე.

ოთარ ანგურიძის განცხადებით, ოპოზიციის ძირითადი კრიტიკა პანდემიის მართვას უკავშირდება და ამ დროს მთელი მსოფლიო აღიარებს საქართველოს წარმატებას, როგორც ჯანდაცვის პროცესების მართვის, ასევე დროული ეკონომიკური შეზღუდვების დაწესებისა და ამ შეზღუდვების მოხსნის კუთხით.

„გადასახების დაწევის თემით დომინირებს „ეკონომიკის მცოდნე“ ოპოზიცია, როდესაც მსოფლიო ბანკის კვლევებით საქართველო საგადასახადო წნეხის მიხედვით, მსოფლიოში მესამე ადგილზე იმყოფება და გამოდის რომ თუ ეს წნეხი არარსებობს, მაშინ რითი უნდა მოხდეს ბიუჯეტის შემოსავლების შემცრიება? მაგრამ საიდან უნდა იცოდეს იმ ოპოზიციამ, რომელთა საარჩევნო პროგრამებიც სავსეა დაპირებებით, მათ შორის გადასახადების შემცირებითაც, თუმცა საიდან აპირებენ ბიუჯეტის შევსებას ამას არსად არ ახსენებენ. ალბათ იმ ნაცადი მეთოდებით, რომელი მეთოდებითაც ციხის ნოტარიუსებით ხდებოდა ქონებების ნებაყოფლობითი გადაცემები სახელმწიფოზე“, – აღნიშნავს ექსპერტი.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად