ოთარ ანგურიძე: ეკონომიკის გაჯანსაღების პროცესი პირდაპირ არის დაკავშირებული მთავრობის ანტიკრიზისულ პოლიტიკასთან და ბიზნესის პასუხისმგებლიან დამოკიდებულებაზე

“პანდემიის ახალი ტალღის მიუხედავად, ვხედავთ, რომ საქართველოს ეკონომიკა გადაეწყო და მოერგო იმ საერთაშორისო გამოწვევებს, რაც მთელ მსოფლიოში დომინირებს”, – აღნიშნავს თსუ ანალიზისა და პროგნოზირების ცენტრის გამგეობის თავმჯდომარე ოთარ ანგურიძე თავის ფეისბუქ-პოსტში. „საქსტატის“ მიერ 2020 წლის სექტემბერის ეკონომიკური მონაცემების კომენტირებისას, ექსპერტი ყურადღებას ამახვილებს იმ გარემოებაზე, რომ ტურისტული ნაკადების განულების მიუხედავად საქართველოს ეკონომიკის ვარდნა მცირდება და სექტემბერში -0.7% შეადგინა გასული წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით.

ექსპერტის განცხადებით, ეკონომიკის ვარდნა ყოველთვიურად მცირდებოდა და სექტემბერში დაფიქსირდა ყველაზე მინიმალური მაჩვენებელი და პრაქტიკულად ვარდნის შეჩერება დაფიქსირდა. მისი თქმით, ეკონომიკის გაუმჯობესებაში მნიშვნელოვანი როლი ითამაშა ექსპორტის ზრდის ტენდეციამ. 2020 წლის სექტემბერში წინა წლის ანალოგირ პერიოდთან შედარებით ექსპორტი გაიზარდა 8.6%-ით და 332 მლნ აშშ დოლარი შეადგინა.

„საქართველოს ეკონომიკის ტრადიციული სექტორების დამატებული ღირებულების მაჩვენებელი ზრდა გვიჩვენებს, რომ ეკონომიკა უბრუნდება საწყის პოზიციონირებას, რაც მომავალი წლისათვის სხვა ქვეყნებთან შედარებით არის კარგი უპირატესობა, რომ გვქონდეს მაღალი ეკონომიკური ზრდის მაჩვენებელი. ეკონომიკის გაჯანსაღების პროცესი პირდაპირ არის დაკავშირებული მთავრობის ანტიკრიზისულ პოლიტიკასთან და ბიზნესის პასუხისმგებლიან დამოკიდებულებაზე, რის შედეგადაც მოახდინეს ადაპტირება და ჯანდაცვის სექტორის რეკომენდაციებით საქმიანობის განახლება“, – აღნიშნავს ოთარ ანგურიძე.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად