ოტავის მერს, რომელმაც ჰომოსექსუალობა საჯაროდ აღიარა, კანადის პრემიერმა მხარი დაუჭირა

კანადის პრემიერმინისტრმა ჯასტინ ტრიუდომ ოტავის მერს ჯიმ უოტსონს მხარი დაუჭირა, რომელმაც ღიად აღიარა, რომ ჰომოსექსუალია. ამის შესახებ მან თავის twitter- ზე დაწერა.

მან ჯიმ უოტსონს თავისი ისტორიის გაზიარებისთვის მადლობა გადაუხადა.

”თამამი სიტყვებია, რომელიც დარწმუნებული ვარ, ოტავის მოსახლეობას და ყველა კანადელს შთააგონებს, რომ არ შერცხვეთ იმის, რასაც წარმოადგენენ”, – წერს ჯასტინ ტრიუდო.

როგორც 58 წლის ჯიმ უოტსონმა განაცხადა, ის დიდი ხნის განმავლობაში ორჭოფობდა, საჯაროდ ეღიარებინა თუ არა, რომ ჰომოსექსუალია. როგორც მან განმარტა, მას ეჭვი ეპარებოდა იმაში, თუ როგორ იმოქმედებდა მისი სექსუალური ორიენტაციის აღიარება ოჯახის წევრებთან, მეგობრებთან და პოლიტიკურ მხარდამჭერებთან ურთიერთობაზე.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...