“ოსკარზე” საქართველოს კანდიდატი ფილმი “შინდისი” იქნება

დღეს ეროვნული არქივის კინოდარბაზში გამოვლინდა საქართველოს კანდიდატი ფილმი ამერიკის კინოაკადემიის საერთაშორისო სრულმეტრაჟიანი ფილმის ნომინაციისთვის.

ოსკარზე საქართველოს კანდიდატი ფილმის სტატუსის მოსაპოვებლად წელს შემდეგი 5 ქართული ფილმი  იყო წარმოდგენილი:

ნინო ჟვანიას “აღლუმი”

მარი გულბიანის დოკუმენტური ფილმი “სანამ მამა დაბრუნდება”

დიმიტრი ცინცაძის “ჩაისუნთქე-ამოისუნთქე”

გიგიშა აბაშიძის “მეზობლები”

დიმიტრი ცინცაძის “შინდისი”

გადაწყვეტილება სპეციალურმა კომისიამ ფარული კენჭისყრის საფუძველზე ფილმების ნახვის შემდეგ მიიღო – “ოსკარზე” საქართველოს კანდიდატი ფილმი “შინდისი” იქნება.

 

კომისიის წევრები იყვენენ:

გაგა ჩხეიძე – ეროვნული კინოცენტრის დირექტორი
ნინო ანჯაფარიძე – თბილისის საერთაშორისო კინოფესტივალი
ნანა დოლიძე – საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტრო
გიორგი ხარებავა – კინოსტუდია “ქართული ფილმი”
სულხან თურმანიძე – პროდიუსერი
ზურაბ ინაშვილი – რეჟისორი
ანკა კალატოზიშვილი – დამდგმელი მხატვარი
სალომე კიკალეიშვილი – კინოკრიტიკოსი
გიორგი მასხარაშვილი – რეჟისორი
არჩილ შუბაშვილი – კინოკრიტიკოსი
თემურ ჩხეიძე – რეჟისორი
ნატა მურვანიძე – მსახიობი

გამარჯვებული ფილმი საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს მხარდაჭერით “ოსკარის”კამპანიაში ჩაერთვება და ამერიკის კინოაკადემიის საერთაშორისო სრულმეტრაჟიანი ფილმის ნომინაციაში მოსახვედრად იბრძოლებს.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად