„ოსკარის“ დაჯილდოების ცერემონიალს კომიკოსი და მსახიობი, კევინ ჰარტი წაიყვანს,-ამის შესახებ აშშ-ის კინოაკადემიამ Instagram- ზე დაწერა.
“გაიცანით ჩვენი ახალი წამყვანი”,- ნათქვამია განცხადებაში.
თავად, კევინ ჰარტმა განაცხადა, რომ „ოსკარის“ ცერემონიის წაყვანა მისი ერთ-ერთი მიზანი იყო.
კევინ ჰარტი 39 წლისაა. მან კინოინდუსტრიაში კარიერა 2000 წელს დაიწყო, კერძოდ, მსახიობმა „ძალიან საშიშ ფილმში ითამაშა“. მისი მონაწილეობით ერთ-ერთი ბოლო ფილმი „ჯუმანჯი“ იყო, რომელმაც 962 მილიონი დოლარი მიიღო.
„ოსკარის“ ნომინანტები 2019 წლის 22 იანვარს გამოცხადდება, ხოლო ჯილდოს იმავე წლის 24 თებერვალს გადასცემენ. აშშ-ის კინემატოგრაფიის აკადემიამ მანამდე გამოაცხადა, რომ კალიფორნიის ხანძრის გამო დაჯილდოების ფორმატი შეიცვალა – ცნობილი სახეები წითელ ხალიჩაზე ინტერვიუს აღარ მისცემენ.