ორთვიანი პაუზის შემდეგ ჩემპიონთა ლიგა ბრუნდება

დღეს ფეხბურთის გულშემატკივრებისთვის მნიშვნელოვანი დღეა, რისი მიზეზიც ის არის, რომ ჩემპიონთა ლიგა ორთვიანი შესვენების შემდეგ ბრუნდება.

ჩემპიონთა ლიგა მეტად საინტერესო ეტაპიდან – პლეი ოფით ბრუნდება.დღეს მერვედფინალური შეხვედრების ორი მატჩი გაიმართება. საფეხბურთო სამყაროს ყურადღება მადრიდისა და დორტმუნისკენ არის მიპყრობილი. მადრიდის ატლეტიკო ჩემპიონთა ლიგის მოქმედ გამარჯვებულს ლივერპულს უმასპინძლებს, ხოლო დორტმუნდის ბორუსია პსჟ-ს მასპინძლობს.

მერვედფინალების კიდევ ორი შეხვედრა ხვალ გაიმართება, სადაც ბერგამოს ატალანტა ვალენსიას მიიღებს, ხოლო ლონდონის ტოტენჰემი ლაიფციგს.

მერვედფინალური წყვილების კიდევ 4 შეხვედრა მომავალ კვირაში გაიმართება. 26 თებერვალს ლონდონის ჩელსი მიუნხენის ბაიერნს დაუპირისპირდება, ხოლო ნაპოლი ბარსელონას. 27 თებერვალს კი ლიონი ტურინის იუვენტუსს მიიღებს, ხოლო მადრიდის რეალი მანჩესტერ სიტის.

მერვედფინალური წყვილების განმეორებითი შეხვედრები 11-12 და 18-19 მარტს გაიმართება.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად