ორსულ ქალს, “სპორტსმენის კლასტერიდან” კორონავირუსი არ დაუდასტურდა

სპორტსმენის კლასტერიდან ორსულ ქალს, რომელიც დილით ზუგდიდის ინფექციურ საავადმყოფოში შეიყვანეს, კორონავირუსი არ დაუდასტურდა.

ამის შესახებ ინფორმაციას ზუგდიდის ინფექციური საავადმყოფოს პრესსამსახური ადასტურებს.

ცნობისთვის, ზუგდიდის ინფექციურ საავადმყოფოში დღეს ორსული ქალი შეიყვანეს ანაკლიის საკარანტინო ზონიდან. მას აღენიშნებოდა ცხელება და ხველა, ყელის ტკივილი. ექიმ ლალი დარახველუძის განცხადებით, მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა დამაკმაყოფილებელი იყო.

ორსული ქალი იმ სპორტსმენის კლასტერია, რომელსაც რამდენიმე დღის წინ კორონავირუსი დაუდასტურდა და სამეგრელოს რამდენიმე რაიონში იმყოფებოდა
წუხელ გვიან ღამით ასევე ანაკლიის საკარანტინო სივრციდან ინფექციყრდი შუახნის მამაკაცი შეიყვანეს, რომლსაც ოკუპირებულ აფხაზეთში მოგზაურობის ისტორია აქვს. მამაკაცსაც covid 19 არ დაუდასტურდა.

ამ დროისთვის ინფექციურ საავადმყოფოში სულ ოთხი პაციენტი იმყოფება. მათ შორის ორი დადასტურებული კორონავირუსით ინფიცირებული პაციენტია , გალის რაიონიდან და ზუგდიდის მუნიციპალიტეტიდან.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად