A1 ბანერი

ორსანტიელი ფერმერის რჩევები კოლეგებს – “ჩვენს კერძო ტერიტორიას ჩვენვე უნდა მივხედოთ…”

ზუგდიდის მუნიციპალიტეტის სოფელ ორსანტიას მკვიდრი რომან ხაზალია წარმატებული ფერმერია. შარშან ფაროსანასთან ერთად თხილის კულტურაზე გავრცელებული სხავადასხვა დავაადების მიუხედავად, ახალგაზრდა ფერმერმა კარგი მოსავალი მიიღო. ხაზალიას თქმით, იმისთვის რომ კარგი მოსავალი მივიღოთ, აუცილებელია თხილის კულტურა საშუალოდ 4-5 ჯერ შეიწამლოს, საჭიროების შემთხვევაში კი შესაძლებელია მეექვსეჯერაც.

ფერმერი ამბობს, რომ რომ ამ მეთოდით იმუშავა გასულ წელს, სოფელ ორსანტიაში, საკუთარ თხილნარში და მაშინ, როცა მეთხილეების დიდ ნაწილს მოსავალი გაუნადგურდა, მან ნაყოფის გადარჩენა და რეალიზაციაც შეძლო:„ერთ ჰეკტარზე მაქვს თხილნარი. შარშან კარგი მოსავალი მქონდა, 2 ტონამდე თხილი – ხარისხითაც ყველა სტანდარტი დააკმაყოფილა.“

რომან  ხაზალია “აიპრესს” უყვება, რომ ის აგრონომების რჩევებს ითვალისწინებს და სწორედ ამიტომ, თხილის პლანტაციების მონიტორინგი აქტიურად უკვე დაიწყო. მისივე თქმით, როგორც კი თხილის ნარგავებს გამოუჩნდება ყლორტები და ფოთლები, უნდა მოხდეს პირველი შეწამვლა, შემდეგ კი უკვე ეტაპობრივად მავნებლების გამოჩენისთანავე. მისი გამოთვლით, საშუალოდ 1 ჰექტარი მიწის ნაკვეთის შეწამვლითი სამუშაოები წლის განმავლობაში ფერმერს 600 -700 ლარი დაუჯდება. ხაზალია აცხადებს, რომ ესმის, მძიმე ეკონომიკური მდგომარეობაა, მაგრამ მიაჩნია, რომ თხილის კულტურის გადასარჩენად და კარგი მოსავლის მისაღებად ეს ღონისძიებები აუცილებელია.

“თხილის ასოციაციაში შექმნილია ჯგუფები და დარწმუნებული ვარ ერთობლივად ყველა პრობლემას გავუმკლავდებით. დღეს შესაძლებელია, თხილის მწარმოებელთა ასოციაციაში მეთხილეებმა რჩევები უფასოდ მიიღონ, ხოლო პრეპარატები და ტექნიკა განვადებით.ამ ყველაფრის ფუფუნება ჩვენ წინა წლებში არ გვქონდა.ფერმერს დღეს თავისუფლად შეუძლია მიიღოს ცოდნა და კვალიფიციური სპეციალისტებისგან რჩევებიც,“- აცხადებს ფერმერი.

როგორც ხაზალია განმარტავს, სოფლის მეურნეობის დარგში კონკრეტულად კი თხილის კულტურის განვითარებაში სახელმწიფო აქტიურადაა ჩართული. მისი თქმით, ხელისუფლებამ ყველა გარე პერიმეტრი არაერთხელ შეწამლა, რამაც ფერმერს საშუალება მისცა შეეწამლა მხოლოდ ის ტერიტორია, რომელიც მის კერძო საკუთრებაშია.

„ზოგჯერ ცოტა უხერხული სიტუაციაა, საკუთრებაში არსებული მიწის ნაკვეთების შეწამვლას ვთხოვთ ხელისუფლებას, რაც ჩემი აზრით არასწორია. ჩვენ თვითონ უნდა ვიზრუნოთ ჩვენს საკუთრებაში არსებული ნაკვეთების დამუშავებაზე თუ შეწამვლაზე. სახელმწიფო კი წამლავს მიმდებარე ტერიტორიებს რაც მისასალმებელია. ამიტომ, მიმაჩნია რომ თუკი ფერმერი მასზე დაკისრებულ მოვალეობას კარგად შეასრულებს, მოსავალიც კარგი იქნება,“-აღნიშნავს ხაზალია.

სურსათის ეროვნული სააგენტოს უფროსის მოადგილის ზურაბ ლიპარტიას განცხადებით, თხილში არსებული გარკვეული პრობლემების გადასაჭრელად, მთავრობამ მიიღო გადაწყვეტილება დახმარებოდა ფერმერებს ფერმერთა ასოციაციის მეშვეობით, რომელიც ამ მიმართულებით აქტიურად მუშაობს და მასში დღეისათვის დაახლოებით ათასხუთასი ფერმერია გაწევრიანებული.

„გასულ წელს შევძელით რამდენიმე ათასი ფერმერის მხარდაჭერა, რის შედეგად მათ მიიღეს ხარისხიანი მოსავალი და ახლა გადავდივართ შემდეგ ეტაპზე, რომ ათიათასობით ფერმერს დავეხმაროთ. გავუზიაროთ ცოდნა, განვახორციელოთ მონიტორინგი, გადავცეთ აპარატები, ვუშუამდგომლოთ საფინანსო ორგანიზაცებთან, რომ საშეღავათო პირობებში მიიღონ მომსახურება. ეს ყველაფერი არის წარმატების გარანტი ფერმერებისთვის“, – აცხადებს ლიპარტია.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...