ორმა ტაქსამ თავი გაწირა და ერთი წლის ბავშვთან კობრა არ მიუშვა (ვიდეო)

ფილიპინების ქალაქ კიდაპავანში ერთი წლის მძინარე ბავშვს კობრასგან საფრთხე დაემუქრა და მისი დაცვა იმ დროს იქვე მყოფმა ორმა ტაქსამ მოახერხა.

ღობიდან გამომძვრალი გველი 2 წლის თეთრმა ტაქსამ, მოკსიმ შენიშნა და მაშინვე მისკენ გაიწია ყეფით. მეორე ტაქსამ, 4 წლის მაილმა იგრძნო, რომ მეგობარს საფთხე ემუქრებოდა და გააფთრებულმა წამოიწყო კობრაზე შეტევა და კბილები ჩაავლო მას. კობრა შეეცადა იმ ოთახისკენ გასრიალებულიყო,სადაც ერთი წლის გოგონას, სკაის ეზინა, მაგრამ ზაღლებმა მას ამის შაშუალება არ მისცეს.

ორწუთიანი ბრძლოლის შემდეგ კობრამ მოძრაობა შეწყვიტა და მოკვდა. გველის ნაკბენისგან ოთხი წლის მაილის მოკვდა, ხოლო ორო წლის მოკსი გადარჩა, მაგრამ თვალებში მიშხეფებული გველის შხამისგან დაბრმავდა.

ბავშვის მამა ამბობს, რომ შემთხვევის დროს ისინი სამსახურში იყვნენ, ბავშვთან ერთად ძიძა იყო, მაგრამ როდესაც მან, ჩაძინებული ბავშვის ძილის დროს საქმეებით გვერდით ოთახში დაკავებულმა, ძაღლების ყეფას მიაპყრო ყურადღება, უკვე ყველაფერი დამთავრებული იყო.

მასალა მოაზადა რაულ კაპანაძემ.

 

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად