ორკვირიანი პერიოდის ინციდენტობის მაჩვენებლის მიხედვით საქართველო ევროპის 20 ქვეყანას ჩამორჩა

worldmeters. info-ზე 24 სექტემბრის 00:00 საათისთვის არსებული მონაცემების მიხედვით გათვლილი 10-23 სექტემბრის პერიოდის ინციდენტობის მაჩვენებლით საქართველო ევროპაში 20 ქვეყანას ჩამორჩება.

10-დან 23 სექტემბრის ჩათვლით საქართველოს 3 716 900 მოსახლეში კოვიდინფიცირება 2367 შემთხვევა გამოვლინდა, 100000 მოსახლეზე გადაანგარიშებით ბოლო ორი კვირის ინციდენტობის მაჩვენებელი საქართველოში შეადგენს 63,7-ს.
 
ანალოგიურად გამოთვლილი ევროპის სხვა ქვეყნების (100 000 მაცხოვრებლამდე ქვეყნების გამოკლებით) ბოლო ორი კვირის ინციდენტობის მაჩვენებლების სიდიდები ასეთია:
 
1. ყაზახეთი – 5,1
2. ლატვია – 6,9
3. კვიპროსი – 11.6
4. სერბეთი – 11.6
5. ფინეთი – 15.5
6. აზერბაიჯანი -17.8
7. პოლონეთი – 25.7
8. ბულგარეთი – 26.6
9. ნორვეგია – 27.0
10. გერმანია – 27.2
11. თურქეთი – 27.8
12. ლიეტუვა – 28.3
13. ბელარუსი – 31.3
14. ესტონეთი – 33.7
15. შვედეთი – 34.1
16. იტალია – 34.7
17. საბერძნეთი – 40.4
18. სლოვაკეთი – 43.6
19. რუსეთი – 55.4
20. ალბანეთი – 58.5
 
21. საქართველო – 63.7
 
საქართველოს მომდევნო ადგილებზე იმყოფებიან სლოვენია – 66.5 და ირლანდია -70.9
 
სექტემბერში ევროკომისიის მიერ ევროკავშირის ქვეყნებისვის დადგენილი ნორმები ასეთია:
 
მწვანე ზონის ქვეყნები – 2 კვირის განმავლობაში ჯამურად 100000 მოსახლეზე 50 შემთხვევაზე ნაკლები;
 
ყვითელი ზონის ქვეყნები – 2 კვირის განმავლობაში ჯამურად 100000 მოსახლეზე 50-დან 150-მდე შემთხვევა;
 
წითელი ზონის ქვეყნები – 2 კვირის განმავლობაში ჯამურად 100000 მოსახლეზე 150-ზე მეტი შემთხვევა.
 
შეგახსენებთ, რომ ლატვიამ 19 სექტემბრიდან, ლიეტუვამ კი 21 სექტემბრიდან, საქართველოდან ჩასულთათვის, შესაბამისად, 10 და 14 დღიანი ხანგრძლივობის იზოლაციის პერიოდი დააწესეს.

ახლახანს გამოქვეყნებული განვლილი 24 საათის განმავლობაში დაინფიცირებულთა შესახებ ინფორმაციის გათვალისწინებით, საქართველოში ბოლო ორი კვირის განმავლობაში გამოვლენილი კოვიდინფიცირების შემთხვევების რაოდენობა 2569 მდე, ხოლო ინციდენტობა კი 69,1-მდეა გაზრდილი

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად