ორი უმსხვილესი საერთაშორისო აქსელერატორი Techstars და Capital Factory საქართველოს ბაზარზე შემოსვლითაა დაინტერესებული

ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს ინოვაციების და ტექნოლოგიების სააგენტოს თავმჯდომარემ ავთანდილ კასრაძემ ტექნოპარკში Techstars Europe-ის ერთ-ერთ დირექტორს რიჩარდ ვუილიენს (Richard Vuillien) უმასპინძლა. შეხვედრაზე მხარეებმა ის შესაძლებლობები განიხილეს, რაც Techstars ქართული სტარტაპების ხელშესაწყობად და გასავითარებლად აქვს. Techstars დაინტერესებულია საქართველოს ბაზარზე შემოსვლით.

Techstars მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე წარმატებული აქსელერატორია, მისი დანიშნულებაა სტარტაპების მნიშვნელოვანი ხელშეწყობა განვითარების გზაზე. Techstars აქტიურად თანამშრომლობს ცნობილ კომპანიებთან და სახელმწიფო დაწესებულებებთან, რომლებიც დაინტერესებულები არიან ინოვაციებითა და ახალი ტექნოლოგიების დანერგვით, ესენია: Disney, Ford, Barclays, Amazon Alexa და ა.შ.

Techstars აქსელერატორი აძლევს სტარტაპებს წვდომას მენტორებისა და ინვესტორების საერთაშორისო ქსელზე, რომელიც წლების მანძილზე იქმნებოდა და შედგება მსოფლიო დონის ინვესტორებისა და სპეციალისტებისგან, როგორიცაა: Mark Cuban, Dallas Mavericks – ის გუნდის მფლობელი. აღსანიშნავია, რომ ტექსტარის სტარტაპების 87% წარმატებით მოღვაწეობს საკუთარ სფეროში.

ინოვაციების და ტექნოლოგიების სააგენტოს თავმჯდომარე ასევე შეხვდა აქსელერატორ Capital Factory-ის საერთაშორისო პარტნიორობის კოორდინატორს ალი საიედს (Ali Syed), რომელიც ასევე დაინტერესებულია საქართველოს ბაზარზე შემოსვლით. Capital Factory აშშ-ში, ტეხასის შტატში მოქმედი მეწარმეების გრავიტაციის უმსხვილესი ცენტრია.

აღსანიშნავია, რომ საქართველოს პრემიერ-მინისტრი მამუკა ბახტაძე ამერიკაში ვიზიტის ფარგლებში ეწვია აღნიშნულ აქსელერატორს და მიაწოდა ინფორმაცია სტარტაპების ხელშეწყობის მიმართულებით გადადგმულ ნაბიჯებზე და ისაუბრა ინოვაციებისა და ტექნოლოგიების განვითარების კუთხით ქვეყანაში არსებულ პოტენციალზე. პრემიერ-მინისტრმა Capital Factory-ის წარმომადგენლები და შეხვედრაზე მყოფი მეწარმეები საქართველოში მოიწვია, რათა ისინი უშუალოდ გაეცნონ არსებულ გარემოს და დაიწყოს მუშაობა თანამშრომლობის კონკრეტულ მიმართულებებზე.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...