ორი ქართველის ჭიდილში მედალი ნიდერლანდებმა მოიპოვა (ვიდეო)

დიუსელდორფის გრან სლემზე 60 კგ წონით კატეგორიაში ბრინჯაოს მედლის მფლობელი გამოვლინდა.

თემურ ნოზაძის და ნიდერლანდელი თორნიკე ჭკადუას შეხვედრის ძირითადმა დრო უილეთოდ ჩაირა და მეტოქეებმა ბრძოლა ოქროს დროში განაგრძეს. ოქროს დროის 5 წუთის და 29 წამის გასვლის შემდეგ, მაშინ როდესაც ორივე მეტოქეს ორ-ორი შიდო ჰქონდა მიღებული, მსაჯებმა ჩათვალეს, რომ თემურ ნოზაძემ თავდაცვის დროს თავის თავსს საფრთხე შეუქმნა და  მას მესამე, წაგების მაუწყებელი შიდო მისცეს.
 
ორი ქართველის ჭიდილის შედეგად ბრინჯაოს მედალი წილად ნიდერლანდებს ხვდა.
 
მოამზადა რაულ კაპანაძემ
მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად