ორი ევროპის ჩემპიონი და სამი მედალი – ქართული სპორტის დიდი დღე!

დღეს, ქართული სპორტისთვის განსაკუთრებულად წარმატებული დღე იყო. ქართველი მოჭადრაკე, ნანა ძაგნიძე ევროპის ჩემპიონი გახდა ჭადრაკში, მოგვიანებით კი, ასევე ევროპის ჩემპიონის ტიტული მოიპოვა ძიუდოში გურამ თუშიშვილმა. ვერცხლის მედალი აიღო ადამ ოქრუაშვილმა, ბრინჯაოსი კი ბექა ღვინიაშვილმა.

რიგაში მიმდინარე ევროპის ქალთა საჭადრაკო ჩემპიონატის გამარჯვებული, პირველად, საქართველოს ისტორიაში, ნანა ძაგნიძე გახდა. ფინალური დაპირისპირება, ძაგნიძემ რუს ნატალია პოგონინასთან ყაიმით დაასრულა. აღსანიშნავია, რომ აქამდე ქართველი ქალებიდან არავინ ყოფილა კონტინენტის ჩემპიონი. ევროპის ჩემპიონატების ისტორია 2000 წლიდან იწყება. სხვადასხვა დროს ქართველ იმოჭადრაკეებიდან პრიზიორები იყვნენ: ვერცხლი – სალომე მელია (2013 წელი); ნინო ბაციაშვილი (2015 წელი) ბრინჯაო – მაია ჩიბურდანიძე (2000 წელი); ქეთევან არახამია-გრანტი (2001წელი); სალომე მელია (2014 წელი).

პოლონეთის დედაქალაქ ვარშავაში მიმდინარე ძიუდოს ევროპის ჩემპიონატზე, მძიმეწონოსანთა კატეგორიაში გამართული ქართული ფინალი, ადამ ოქრუაშვილსა და გურამ თუშიშვილს შორის (+100კგ), გურამ თუშიშვილის გამარჯვებით დასრულდა. შესაბამისად, საქართველოს ნაკრებმა, ამ ფინალით ერთი ოქროსა და ერთი ვერცხლის მედალი მოიპოვა.

ამ ფინალამდე, ბექა ღვინიაშვილმა (-90კგ) ბრინჯაოსთვის ბრძოლაში მეჰდიევი დაამარცხა. ძიუდოს ევროპის ჩემპიონატზე, -90 კგ წონით კატეგორიაში, ბრინჯაოს მედალი მოიპოვა ბექა ღვინიაშვილმა, რომელმაც, მესამე ადგილის დაკავება რეპეშაჟიდან მოახერხა. ბრინჯაოსთვის ბრძოლაში, ქართველმა ფალავანმა აზერბაჯანელი მეჰდიევი დაამარცხა.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად