ორენბურგში “გაზპრომტრანსის” დირექტორი მოკლეს

ორენბურგში კომერციული ორგანიზაცია “გაზპრომტრანსის” დირექტორი, მისი მეუღლე და მძღოლი მოკლული იპოვნეს. მათზე აღინიშნება ძალადობის კვალი.

გავრცელებული ინფორმაციის მიხედვით, საუბარია კომპანია “გაზპრომტრანსის” ორენბურგის ფილიალის დირექტორზე ანდრე ბახარევზე.

მომხდართან დაკავშირებით აღძრულია სისხლის სამართლის საქმე ორი, ან მეტი პირის მოკვლის მუხლით. მიმდინარეობს გამოძიება.

თავად კომპანიაში მომხდართან დაკავშირებით კომენტარს არ აკეთებენ.

ორენბურგის “გაზპრომტრანსის” ფილიალი 2003 წელს გაიხსნა. იგი ვაგონებს უწევს მომსახურებას, რომლებიც გაზის ტრანსპორტირებისთვის არის განკუთვნილი.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...