ორდერის გამოსაწერად დაბარებული მამაკაცი პოლიციის შენობიდან გადახტა

წერეთლის გამზირზე მდებარე პოლიციის განყოფილების შენობის მეორე სართულიდან მამაკაცი გადახტა.

“კურიერის“ ინფორმაციით, მამაკაცი განყოფილებაში ყოფილი მეუღლის საჩივრის საფუძველზე შემაკავებელი ორდერის გამოწერის მიზნით დაიბარეს. არსებული ინფორმაციით, მამაკი ყოფილ ცოლზე ძალადობდა, რის გამოც ქალმა სამართალდამცველებს მიმართა.

მოულოდნელად ის შენობის მეორე სართულიდან გადახტა. დაშავებული მამაკაცის სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება. ის კლინიკაში გადაიყვანეს. არსებული ინფორმაციით, მამაკაცს სიცოცხლისთვის საშიში დაზიანებები არ აქვს.

კომენტარები
იტვირთება...