ორბელიანის მოედანზე საათობრივ-ზონალური პარკირება ამოქმედდა

ამის შესახებ, დედაქალაქის მერმა კახა კალაძემ დედაქალაქის მთავრობის სხდომაზე განაცხადა.

“პირველი ოქტომბრიდან ორბელიანის მოედანზე ამოქმედდა საათობრივ-ზონალური პარკირება, რომელიც უკვე რამდენიმე თვეა, საკმაოდ წარმატებულად მუშაობს კოტე აფხაზის (ყოფილი ლესელიძე) ქუჩაზე.

თბილისის სატრანსპორტო კომპანიის თანამშრომლები ემსახურებიან ამ არეალს. ჩვენ დაახლოებით ერთი თვის განმავლობაში ადგილობრივ მცხოვრებლებს ვაწვდიდით ინფორმაციას ამ პროცესის შესახებ და დავეხმარეთ მათ სისტემაში რეგისტრაციისთვის, რათა საცხოვრებელ სახლთან უფასო პარკინგით ესარგებლათ.

რამდენიმე ასეული ავტომანქანაა რეგისტრირებული, ხოლო ვიზიტორებისთვის ტარიფია საათში 1 ლარი.”-განაცხადა კალაძემ.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად