ორ მეხანძრე-მაშველს covid-19 დაუდასტურდა

შინაგან საქმეთა სამინისტროს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის ბათუმის მეორე და გლდანის განყოფილებების ორ მეხანძრე-მაშველს კოვიდ-19 დაუდასტურდა. – ამის შესახებ ინფორმაციას საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახური ავრცელებს.

„მათი გეგმური ტესტირების შედეგი 18 სექტემბერს გახდა ცნობილი და იყო დადებითი.

ამ დროისთვის​, მეხანძრე-მაშველები გადაყვანილი არიან შესაბამის დაწესებულებებში და მკურნალობა უტარდებათ.

მათ ცვლაში მყოფ მეხანძრე-მაშველებს დამატებითი ტესტირება ჩაუტარდათ და გადაყვანილი არიან იზოლაციაში, დაკვირვების ქვეშ.

შენობებს უკვე ჩაუტარდა სრული დეზინფექცია“, – ნათქვამია უწყების  განცხადებაში.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად