ორ დღიანი თოვის შემდეგ ხულოში გამოიდარა

ორ დღიანი უამინდობის შემდეგ, დღეს დილიდან ხულოში გამოიდარა. ხულოს მაღალი ზონის სოფლებში, თოვლის საფარი ერთ მეტრს აღწევს, კურორტ გოდერძიზე კი მეტრნახევარს. ამ დრომდე ელექტრო ენერგიის გარეშე რჩება, სოფელი ბეღლეთი.

როგორც ხულოს მერიაში განმარტავენ, გუშინ, გვიან ღამით დასრულდა ადმინისტრაციულ ცენტრებთან დამაკავშირებელი გზების გაწმენდა. ასევე, გუშინვე ნაწილობრივ გაიწმინდა შიდა სასოფლო გზებიც. ადგილობრივ თვითმმართველობაში ამბობენ, რომ შიდა გზების გაწმენდაზე, 18 ერთეული ტექნიკა მუშაობს.

„დღეს, დილიდან ინტენსიურ რეჟიმში გრძელდება შიდა სასოფლო გზების თოვლის საფარისაგან გაწმენდა. ამ დროისთვის ხულოში გზების დეპარტამენტის 16 და ხულოს მერიის 2 ერთეული ტექნიკა მუშაობს. ასევე, დღესვე გზების დეპარტამენტი გეგმავს რამდენიმე ერთეული ტექნიკის დაქირავებას რათა დროულდა და სრულად მოხდეს საავტომობილო მოძრაობის აღდგენა ყველა სოფელსა და უბანში. პარალელურ რეჟიმში მიმდინარეობს გზებზე მოყინვის საწინააღმდეგო პრევენციული ღონისძიებების გატარება. ელექტრო ენერგია სრული დატვირთვით მიეწოდება მუნიციპალიტეტის ყველა აბონენტს გარდა, სოფელი ბეღლეთისა. სადაც, ამ დროისთვის მუშაობენ კომპანიის წარმომადგენლები და მათივე ინფორმაციით დღის პირველ ნახევარში აღმოიფხვრება დაზიანება“,-აცხადებენ ხულოს მერიაში.

მერიაში საგანგებო სიტუაციების მართვის შტაბი 24 საათიან რეჟიმში აგრძელებს მუშაობას. მოქმედებს ცხელი ხაზი ნომერზე 551 00 52 72, რომელზეც მოქალაქეებს საჭიროების შემთხვევაში შეუძლიათ დარეკონ.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად