ოქუაშვილი გრიგოლიას: არასწორად საუბრობთ, ბიზნესი არც ივანიშვილისთვის მიმიცია და არც “ნაცმოძრაობისთვის”

არასწორად საუბრობთ, ბიზნესი არც ივანიშვილისთვის მიმიცია და არც მაშინ “ნაცმოძრაობისთვის”, – ასე პასუხობს ბიზნესმენი ზაზა ოქუაშვილი გადაცემა “რეაქციის” წამყვანის კითხვაზე, – ირჩევთ თქვენ მთავარ პარტნიორად იმ პოლიტიკურ ძალას, ვინც თავის დროზე წაგართვათ თქვენი ბიზნესი, როცა სააკაშვილი იყო ხელისუფლებაში?

“არასწორად საუბრობთ. ბიზნესი არ წაურთმევია. ბიზნესი მე არც ივანიშვილისთვის მიმიცია და არც მაშინ მიმიცია”, – თქვა ოქუაშვილმა.

დამაზუსტებელ კითხვაზე, მცდელობა ხომ ჰქონდათ? – პასუხობს:

“არ გამიცია არაფერი. თუ დაზარალებდნენ, როგორც დღეს ივანიშვილმა გაანადგურა, ეს მათი ძალა იყო. მახსოვრობა ძალიან კარგი მაქვს, თუმცა ვიტყოდი, რომ მაგისი დრო არ არის, “ნაციონალური მოძრაობა” არის ძირითადი ბირთვი ოპოზიციისა, რომელიც ერთად შეიკრიბა. მოვლენებს ნუ გავუსწრებთ. მე არ ვარ პარტიული. მე ვარ გაერთინაბული ოპოზიციასთან, რომელიც ერთად უნდა იყოს და ერთად უნდა აგებინოს პასუხი ივანიშვილს და მის დამქაშებს, რაც არ უნდა პრემიერ-მინისტრები იყვნენ. ივანიშვილის დამქაშები არიან სულ ყველა, ნუ ჩამოვთვლით და მეორე”, – განაცხადა ზაზა ოქუაშვილმა.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად