ოქტომბერში, წინა თვესთან შედარებით, საქართველოს კომერციული ბანკების აქტივები 427.12 მლნ ლარით შემცირდა

ოქტომბერში, წინა თვესთან შედარებით, საქართველოს კომერციული ბანკების მთლიანი აქტივები (მიმდინარე ფასებში) 427.12 მლნ ლარით, ანუ 0.79 პროცენტით შემცირდა (გაცვლითი კურსის ეფექტის გარეშე 0.61 პროცენტით გაიზარდა) და 2020 წლის პირველი ნოემბრისათვის 53.92 მლრდ ლარი შეადგინა.

2020 წლის პირველი ნოემბრის მდგომარეობით, საქართველოს საბანკო სექტორი 15 კომერციული ბანკითაა წარმოდგენილი, მათ შორის, 14 – საწესდებო კაპიტალში უცხოური კაპიტალის მონაწილეობით.

საბანკო სექტორის სააქციო კაპიტალი 5.63 მლრდ ლარს შეადგენს, რაც კომერციული ბანკების მთლიანი აქტივების 10.44 პროცენტია.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად