ოქტომბერში შემოსული ფულადი გზავნილების ნაკადების მოცულობა 11.6%-ით გაიზარდა

2018 წლის ოქტომბერში ქვეყანაში შემოსული ფულადი გზავნილების ნაკადების მოცულობამ 137.2 მლნ აშშ დოლარი (365.0 მლნ ლარი) შეადგინა, რაც 11.6 პროცენტით (14.2 მლნ აშშ დოლარით) მეტია 2017 წლის ოქტომბრის ანალოგიურ მაჩვენებელზე.

უცხოეთიდან საქართველოში ფულადი გზავნილების 93.4 პროცენტი იმ 17 უმსხვილეს დონორ ქვეყანაზე მოდის, საიდანაც ასეთი გზავნილების მოცულობამ ოქტომბერში 1 მლნ აშშ დოლარს გადააჭარბა. იმავე 17 ქვეყანაზე გასული წლის ოქტომბერში მთელი ფულადი გზავნილების 93.5 პროცენტი მოდიოდა.

2018 წლის ოქტომბერში საქართველოდან საზღვარგარეთ 21.2 მლნ აშშ დოლარი (56.4 მლნ ლარი) გადაიგზავნა, ნაცვლად 18.5 მლნ აშშ დოლარისა (46.2 მლნ ლარისა) გასული წლის ოქტომბერში.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად