ოქსფორდის უნივერსიტეტი კორონავირუსის ვაქცინის კლინიკური კვლევის მეორე ეტაპს იწყებს

ოქსფორდის უნივერსიტეტის მკვლევართა ჯგუფმა, რომელმაც კორონავირუსის ვაქცინა შეიმუშავა, ტესტირების მეორე ეტაპზე გადასვლის შესახებ განაცხადა, რომლის დროსაც მოხალისეთა რაოდენობა 10 ათასს გადააჭარბებს. ამის შესახებ ნათქვამია ბრიტანეთის უნივერსიტეტის მეცნიერების მიერ პარასკევს გავცელებულ განცხადებაში. ამის შესახებ BBC წერს.

კვლევის ამ ეტაპზე მასში ჩაერთვება 56-დან 69 წლამდე ასაკის ადამიანები, 70 წელზე უფროსი ასაკისა და 5-დან 12 წლამდე ასაკის ბავშვები. ჯამში, 10 260 ადამიანი მიიღებს მონაწილეობას ტესტების მეორე ეტაპში.

კლინიკური საცდელი პროცედურა იგივე იქნება, როგორიც პირველ ეტაპზე იყო, როდესაც კვლევა მოიცავდა 18-დან 55 წლამდე ასაკის ათასზე მეტ მოხალისეს. პროექტის ზოგიერთი მონაწილე მიიღებს ChAdOx1 nCoV-19 ვაქცინას. იგი შეიქმნა შიმპანზეს ვირუსის საფუძველზე, რომელსც დაემატა კორონავირუსის გენეტიკური კოდის ნაწილი. ადრე მსგავსი ტექნოლოგია ეფექტური აღმოჩნდა სხვა დაავადებებისადმი იმუნიტეტის შესაქმნელად. მოხალისეების ჯგუფის კიდევ ერთი ნაწილი მიიღებს მენინგიტის საწინააღმდეგო ვაქცინას MenACWY.

მესამე ეტაპზე, რომლის დაწყების თარიღი არ არის მითითებული, კვლევაში მონაწილეთა რაოდენობა კვლავ გაიზრდება.

“კლინიკური კვლევები ძალიან კარგად მიმდინარეობს. ახლა ჩვენ ვიწყებთ კვლევებს იმის დასადგენად, თუ რამდენად კარგად ავითარებს ვაქცინა იმუნურ რეაქციას სხვა ზრდასრული მოსახლეობის ჯგუფებში და შეუძლია, თუ არა ხალხის უფრო ფართო რაოდენობის დაცვა”, – ამბობს ოქსფორდის უნივერსიტეტის ვაქცინების საძიებო ჯგუფის ხელმძღვანელი პროფესორი ენდრიუ პოლარდი.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად