ოქრუაშვილი: საქართველოს უახლეს ისტორიას არ ახსოვს ივანიშვილის მსგავსი თაღლითი და ვირეშმაკა პოლიტიკოსი

ამის შესახებ, ირაკლი ოქრუაშვილი სოციალურ ქსელში წერს.

“დარწმუნებული ვარ, გუშინწინდელი კენჭრისყრის შემდეგ საქართველოში აღარ დარჩა ადამიანი,რომელსაც ოდნავ მაინც ეპარება ეჭვი, რომ საქართველოს უახლეს ისტორიას არ ახსოვს ბიძინა ივანიშვილის მსგავსი თაღლითი, მატყუარა და ვირეშმაკა პოლიტიკოსი.
თვით მისი მხარდამჭერებიც კი, მის გუშინწინდელ თაღლითობას მის ნიჭს მიაწერენ ,როგორ ყოველთვის , თუ როგორ ოსტატურად მოატყუა ოპოზიცია და ქართველი ხალხი.

2020 წელს საპარლამენტო არჩევნების პროპრციული წესით ჩატარება ნიშნავდა ქვეყნის უკეთესი მომავლის შექმნას, სიღარიბის შემცირებას, ქვეყნის ხალხისაგან დაცლის შეჩერებას და ბევრ სხვა კარგ რამეს.

მის დაპირებაში ყველამ ჩვენ ჩვენი ფასი გადავიხადეთ. “გავრილოვის ღამეს” მაკო გომურმა და გიორგი სულაშვილმა თვალი დაკარგეს, ბევრს ტყვია და ხელკეტი მოხვდა, მე და კიდევ 18 ადამიანს ციხის ფასად დაგვიჯდა მისთვის ამ დანაპირების “გამოგლეჯა” .

მე ჩემი ფასის გადახდის , ციხეში მოხვედრის გამო ერთი წუთით არ მინანია, იმიტომ, რომ ვთვლიდი პროპორციული არჩევნები ჩემი და ყველას შვილებისათვის, ქვეყნისათვის უკეთეს მომავალს ნიშნავს.

ივანიშვილის გუშინწინდელმა თაღლითობამ ყველას ჩვენ ქვეყნის მომავალი მოგვპარა.
თუ ვინმე ოდნავ მაინც წუხს ქვეყნის ბედზე და მის მომავალზე, შვილების კეთილდღეობაზე, ყველამ უნდა გააცნობიეროს, რომ ქვეყანას ივანიშვილი უფსკრულში მიაქანებს და ჩვენ ყველას არამარტო შეგვიძლია, არამედ მოვალეობაც გვაქვს ამას ხელი შევუშალოთ.

კვირას 17 ნოემბერს და არამარტო კვირას , ხანგრძლივად რამოდენიმე დღის განმავლობაში , ყველა ჩვენთაგანმა გვერდზე უნდა გადავდოთ ჩვენი პირადი ინტერესები და პარლამენტის წინ ქუდზე კაცის შეკრებით ივანიშვილს უნდა ვანახოთ ხალხის ძალა.

ის,ვისაც ამის გათავისება და ამ საქმეში მონაწილეობა არ სურს, მას არ ესმის და არ აინტერესებს ქვეყნის მომავალი.

ან ახლა შევძლებთ ყველა ერთად დგომას და გამარჯვებას, ან დავდგებით საბედისწერო არჩევანის წინაშე -სამუდამოდ დავკარგავთ ჩვენს ქვეყანას.
შემდეგ, ვაი-ვიში- გვეშველება თუ არა რამე – არაფრის მომცემი აღარ იქნება”, – წერს ირაკლი ორუაშილი სოიალურ ქსელში.

ცნობისთვი, “გამარკვებული საქართველოს” დამფუძნებელი ირაკლი ოქრუაშვილს 20-21 ივნისის საქმეზე აღკეთი ღონისძიების საედ პატირობა აქვს შეფარდებული.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად