ოქრუაშვილი: ვინც გაყალბებულ არჩევნებს გააპროტესტებს, მასთან ვითანამშრომლებთ

“ვინც ხელს მოაწერს გაყალბებულ არჩევნებს, მასთან არ ვითანამშრომლებთ. ვინც გაყალბებულ არჩევნებს გააპროტესტებს მასთან ვითანამშრომლებთ”, – ამის შესახებ ახალი პოლიტიკური მოძრაობა „გამარჯვებული საქართველოს“ დამფუძნებელმა ირაკლი ოქრუაშვილმა, მოძრაობის პრეზენტაციის შემდეგ ჟურნალისტებთან განაცხადა.

„ჩვენ არ გვაქვს პრეტენზია არც პირველობაზე, არ მეორეობაზე, არც მესამეობაზე. ჩვენ გავქვს პრეტენზია იმაზე, რომ ძალიან ბევრი ადამიანის გული მოვიგოთ ამ მოძრაობაში გაერთიანების  თვალსაზრისით, იმისთვის რომ შეიცალოს ხელისუფლება.

მარტო ამ მიზნის მიღწევა არ შეგვიძლია, თუ არ იქნა გაცილებით დიდი ერთობა, ქართველი ხალხის ერთობა იმისთვის რომ დავამარცხოთ ბიძინა ივანიშვილი, რომელიც არის ყველა პრობლემის სათავე ამ ქვეყანაში.

შეიძლება გარკვეული კითხვები არსებობდეს ჩემთან მიმართებაში, მაგრამ გუბაზთან მიმართებაში სხვა კითხვები არსებობდეს.

ვინც ხელს მოაწერს გაყალბებულ არჩევნებს, მასთან არ ვითანამშრომლებთ. ვინც გაყალბებულ არჩევნებს გააპროტესტებს მასთან ვითანამშრომლებთ“, – განაცხადა ირაკლი ოქრუაშვილმა.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...