ოქრუაშვილი “ტვ პირველს”: 20 ივნისის დაკავებულებზე სიუჟეტებში ზრდილობისთვის მაინც მახსენეთ, ნარკორეალიზაციისთვის კი არ ვზივარ

მოძრაობა “გამარჯვებული საქართველოს” ლიდერი, რომელსაც წინასწარი პატიმრობა აქვს მისჯილი Facebook-ის საშუალებით მორიგ პოსტს აქვეყნებს და “ტვ პირველს” მიმართავს:

“ტვ პირველი!!!

ის რომ ხაზარაძისგან ახალი ილია ჭავჭავაძის გაკეთებას ცდილობთ, თქვენი გემოვნების და ინტერესის საკითხია, მაგრამ 20 ივნისის ღამის გამო დაკავებულებზე და ხელისუფლების რეპრესიებზე გაკეთებულ სიუჟეტებში ( ასეთი უკვე ათამდე გქონდათ) ერთხელ,ზრდილობის გამო მაინც მახსენეთ. აქ ნარკოტიკების რეალიზაციის ან ყაჩაღობის გამო კი არ ვზივარ?!” – წერს ირაკლი ოქრუაშვილი.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად