ოქრუაშვილი: თუ ივანიშვილი ხაზარაძის დაჭერას გაბედავს იმას მიიღებს, რაც სააკაშვილს ჩემი დაჭერის გამო მოუვიდა

ამის შესახებ თავდაცვის ყოფილმა მინისტრმა ირაკლი ოქრუაშვილმა “პალიტრანიუსის” ეთერში განაცხადა.

“არც ისე ასაკიანი არ ვარ, მაგრამ მაინც მახსოვს რამდენიმე ხელისუფალი, რომელიც თავის კოლბაში იყო შეკეტილი და რეალობას იყო მოწყვეტილი. ერთ-ერთი ეს იყო სააკაშვილი. როდესაც მას ჩემზე უთხრეს, რომ მოდით დავიჭიროთ და არაფერი არ მოხდება, მაქსიმუმ 2 000 კაცი გამოვაო, ის ამ რიტორიკას ჩაყვა და ზუსტად მაგაზე წაიმტვრია კბილები. როდესაც მეორე დღეს ქუჩაში მიიღო 30 000 ადამიანი. იმ 30 000 ადამიანიდან, რომელიც ჩემი დაჭერის გამო რუსთაველზე შეიკრიბა და მე ეს ძალიან კარგად ვიცი იძახდა, რომ ჩვენ აქ ოქრუაშვილის გამო კი არ ვართ მოსული, არამედ აქ იმიტომ მოვედით, რომ უსამართლობა ხდება ქვეყანაშიო.

თუ იგივე რამეს გაბედავს ხაზარაძეზე ბიძინა ივანიშვილი, ძალიან ბევრი ადამიანი გამოვა, რომელსაც არანაირი სოლიდარობის გრძნობა და მხარდაჭერის სურვილი არ ჰქონდეს. ეს ხალხი იდგება რუსთაველზე”, – განაცხადა ირაკლი ოქრუაშვილმა.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...