ოქრუაშვილი: თუ ივანიშვილი არჩევნებს იმავე მეთოდით ჩაატარებს, მისი ჭიქიდან ჩაის დავლევ მე

“არჩევნებამდე ვაპირებ, შევქმნა პოლიტიკური ჯარი და თუ ის აპირებს, რომ არჩევნები იმავე მეთოდით ჩაატაროს, მისი ჭიქიდან ჩაის დავლევ მე. აი, ეს არის ჩემი გზავნილი მისდამი “,-ამის შესახებ, თავდაცვის ყოფილმა მინისტრმა და მოძრაობის “გამარჯვებული საქართველო” ლიდერმა ირაკლი ოქრუაშვილმა “ტვ პირველის” ეთერში საუბრისას განაცხადა.

“პირადი მიზნებით, პირადი მოტივაციით, პირადი წყენით მე პოლიტიკაში არ დავბრუნდებოდი. მიუხედავად იმისა, რომ მესროლეს 2016 წელს, რაღაცას შემპირდნენ და გადამაგდეს, არ მიყვარს ეს სიტყვა, მაგრამ სხვა ანალოგი არ მაქვს. პოლიტიკაში დავბრუნდი ერთი მარტივი მიზეზის გამო – რასაც ბიძინა ივანიშვილი აკეთებს, არის ძალიან ცუდი ქვეყნისთვის. არჩევნებამდე ვაპირებ, შევქმნა პოლიტიკური ჯარი და თუ ის აპირებს, რომ არჩევნები იმავე მეთოდით ჩაატაროს, მისი ჭიქიდან ჩაის დავლევ მე. აი, ეს არის ჩემი გზავნილი მისდამი”,-განაცხადა ოქრუაშვილმა.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...