ოქრუაშვილი: თანამდებობიდან რომ წამოვედი, 10 მლნ ქეში მქონდა კაბინეტის სეიფში, რომელიც დავაბრუნე

ივანიშვილი ყოველ წელს თავდაცვის ფონდში დაახლოებით 36 მილიონ დოლარს მირიცხავდა – თანამდებობიდან რომ წამოვედი, 10 მილიონი ქეში მქონდა კაბინეტის სეიფში, რომელიც ბანკში უკან დავაბრუნე ანგარიშზე, – ამის შესახებ ირაკლი ოქრუაშვილმა ” ტვ პიველთან” საუბრისას განაცხადა.

„რუსთავი 2“-ის შეძენის ეტაპზე ივანიშვილთან ასეთი ტიპის ურთიერთობები არ მქონია, მას ამაში მონაწილეობა არ მიუღია. ადრეც ვახსენე, ივანიშვილი ყოველ წელს მირიცხავდა დაახლოებით 36 მილიონ დოლარს თავდაცვის ფონდში. თანამდებობიდან რომ წამოვედი, 10 მილიონი ნაშთი მქონდა დარჩენილი ქეშის სახით, კაბინეტში მედო, სეიფში, მივიტანე და ბანკში უკან დავაბრუნე ანგარიშზე. ის რიცხავდა, მაგრამ საჭიროებები არსებობდა ქეშად თანხების რაღაცეებში გადახდის. ძალიან ბევრი რაღაცაა, ქართული და არამარტო ქართული პოლიტიკა ჰგავს სოსისს – ბისმარკის ძალიან ცნობილი სიტყვებია, ადამიანებმა რომ იცოდნენ, სოსისი როგორ მზადდება, არასდროს შეჭამდნენო. ქართული პოლიტიკის კულუარები გარეთ რომ გამოვიდეს, აღარავინ ჩართავს ტელევიზორს და არც არჩევნებზე მივა“, – განაცხადა ოქრუაშვილმა.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...