ოქრუაშვილი სოსო რობაქიძეზე: გუშინ ამ ადამიანმა ერთ-ორი ზახოდი წამლის ფული იშოვა ჩემი ხსენებით

“გუშინ მოზომილი ვიყავი რობაქიძესთან მიმართებაში, იმიტომ რომ ტრაგდიასთან გვაქვს საქმე და გარკვეული რაღაც ზღვარი უნდა დავიცვათ, მაგრამ მათი მხრიდანაც ყველაფერს რაღაც საზღვარი აქვს” – განაცხადა ირაკი ოქრუაშვილმა გადაცემა 360 გრადუსში.

შეგახსენებთ, რომ  2004 წელს მოკლული ბუტა რობაქიძის მამა, სოსო რობაქიძე მაშინდელ შს მინისტრის ირაკლი ოქრუაშვილის პარტიის პრეზენტაციაზე მივიდა. ადგილზე ლიდერები ჯერ არ იყვნენ მისული, რობაქიძემ კი ჟურნალისტებს უთხრა, რომ ოქრუაშვილის პარტიაში ვინც გაწევრიანდება “კრიმინალია”. მან ასევე თქვა, რომ განაახლებს ორგანიზაცია “გადაარჩინე სიცოცხლეს”, რითაც შეეწინააღმდეგება “კრიმინალების პოლიტიკაში დაბრუნებას”.

“უნდა იცოდეს ყველამ, ვინ არის ადეიშვილი, ვინ არის ოქრუაშვილი, ამ ხალხს, ამ პარტიებს რომელთაც დიდი გაერთიანების გაკეთება უნდათ, არ უნდა ჰქონდეთ არანაირი შანსი იმისთვის რომ მთავრობაში მოვიდნენ. მე გავაცოცხლებ ორგანიზაცია “გადაარჩინე სიცოცხლე” და დავანახებ ყველას, რომ რასაც შეცდომას ეძახიან, დანაშაულია. ვინც ამ ხალხის გვერდით დადგება, ჩემ თვალში კრიმინალია”, -განაცხადა სოსო რობაქიძემ.

მას პასუხი გასცა ირაკლი ოქრუაშვილმა და განაცხადა: ჯერ ერთი, თუ რამე პრეტენზია ჰქონდა, მანამდე მოსულიყო, თუ პრეტენზია ჰქონდა და იქ უნდოდა მოსვლა, დამლოდებოდა და როცა იქ მივიდოდი, მაშინ ჩაეტარებუნა ის მასკარადი, რაც იქ ჩაატარა. მე ბედნიერი ვარ, თუ საქართველოში ჩემი სახელის ხსენებით ვინმე, ბრჭყალებში, ყოველდღიურ სარჩო-საბადებელს, ფულს იშოვის.

გუშინ ამ ადამიანმა ერთ-ორი ზახოდი წამლის ფული იშოვა ჩემი ხსენებით და იქ იმ თეატრის ჩატარებით და ღმერთმა ხელი მოუმართოს. ამდაგვარი სპექტაკლებით თუ უნდა რომ თავი ირჩინოს, მე თვითონვე მივეხმარები იქით, მაგრამ ყველამ იცის, ეს ადამიანი რას წარმოადგენს და მე მას ფულს არ გადავუხდი” – განაცხადა ირაკლი ოქრუაშვილმა.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...