ოქრუაშვილი: ხალვაშს რამდენი ვასესხე ფული არავის საქმე არაა, გარდა ჩემი და ხალვაშისა

ამის შესახებ “გამარჯვებული საქართველოს” დამფუძნებელმა ირაკლი ოქრუაშვილმა გადაცემა “რეაქციაში” განაცხადა.

“თუ ვინმეს ფულზე კითხვა გაუჩნდება, უნდა გაუჩნდეს დვალისა და აქიმიძის გადახდილ 1 200 000 ათასზე. ხალვაშს მე ფული რამდენი ვასესხე, არავის საქმე არ არის გარდა ჩემი და ხალვაშისა” – განაცხადა ირაკლი ოქრუაშვილმა

 

ცნობისთვის, ირაკლი ოქრუაშვილის აცხადებს, რომ  2010 წელს,  მასსა და  ხალვაშს შორის ბერლინში გაფორმდა შეთანხმება, რის მიხედვითაც ოქრუაშვილის მტკიცებით, ხალვაში „რუსთავი 2“-ში ფორმალური მმართველი უნდა ყოფილიყო.  ასევე, ამბობს რომ შეთანხმება ხალვაშის  მიერ არის ხელმოწერილი.

ირაკლი ოქრუაშვილი თქმით,  “რუსთავი 2”-ის 100% წილი მან შეიძინა, რაშიც 7 მილიონი დოლარი გადაიხადა. მისივე თქმით,  ქიბარ ხალვაში იყო მასთან აფილირებული პირი, ამიტომ ბუნებრივია წილები გადაუფორმა ქიბარ ხალვაშს თანხის მიღების გარეშე.

ტელეკომპანია “რუსთავი 2”-ის მფლობელმა, ბიზნესმენმა ქიბარ ხალვაშმა  ირაკლი ოქრუაშვილის წინააღმდეგ გამოძიების დაწყების მოთხოვნით გუშინ მიმართა. ხალვაში ამბობს, რომ ოქრუაშვილის მხრიდან ყალბი დოკუმენტების გამოყენებით ადგილი აქვს ქონებრივი უფლების მიღების მცდელობას.

შეგახსნებთ, 2019 წლის 18 ივლისს სტრასბურგის სასამართლო გადაწყვეტილება გამოაქვეყნა, სადაც ნათქვამი, რომ  “რუსთავი 2“-ის საქმეზე კონვენციის დარღვევა არ დადგინდა და შეჩერების მექანიზმი მოიხსნა. რითიც საქართველოს სამივე ინსტანციაში მიღებული გადაწყვეტილება ძალაში დატოვა. რის შემდეგ იუსტიციის სამინისტროს საჯარო რეესტრმა ქიბარ ხალვაში (60%) და შპს „პანორამა“ (40%) ტელეკომპანია „რუსთავი 2“-ის მესაკუთრედ დაარეგისტრირა.

იმავე დღეს, სააჯარო რეესტრის ვებგვერდზე გამოქვეყნებული საბუთი, საიდანაც ირკვევა, რომ შპს „სამაუწყებლო კომპანია რუსთავი 2“-ის პარტნიორთა კრება გაიმართა. კრების გადაწყვეტილებით, ნიკა გვარამია გათავისუფლდა ტელეკომპანიის დირექტორის თანამდებობიდან და დირექტორად პაატა სალია დაინიშნა.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად