ოქრუაშვილი: ივანიშვილთან საუბარს ვაპირებ თუ არა, ძალიან მარტივი პასუხი მაქვს – არა

“თქვენც კარგად უნდა აცნობიერებდეთ, რომ აქ, რომ მოდის ვინმე სალია ან თუნდაც ხალვაში, ეს არის ივანიშვილი”.

ამის შესახებ „გამარჯვებული საქართველოს“ ლიდრემა ირაკლი ოქრუაშვილმა „შაბათის კურიერთან“ ინტერვიუში განაცხადა.

როგორც ირაკლი ოქრუაშვილმა განმარტა, „რუსთავი 2“-ის რეალური მფლობელი ის არის და ამის დამადასტურებელი დოკუმენტიც აქვს.

მისი თქმით, აღნიშნულ დოკუმენტზე ქიბარ ხალვაშმა ხელი ბერლინში, 2010 წლის 4 თებერვალს მოაწერა.

ირაკლი ოქრუაშვილი მიიჩნევს, რომ  ქიბარ ხალვაშთან ამ ეტაპზე საუბარს აზრი არ აქვს, რადგან დღეს მიმდინარე მოვლენების უკან ბიძინა ივანიშვილი დგას.

რაც შეეხება ივანიშვილთან მოლაპარაკებას, ოქრუაშვილმა აღნიშნა, რომ არ აპირებს მასთან საუბარს.

„იყო ერთი შემთხვევა: მისი ბიზნესპარტნიორი და ჩემი ძველი ნაცნობი გამომიგზავნა, ძალიან ზედაპირული უაზრო საუბრით, ზოგადად, რომ მოვრიგდეთ, შევრიგდეთ. ხალვაში არ არის ხალვაში, ხალვაში არის ივანიშვილი. შესაბამისად, მასთან საუბარი, ამ შემთხვევაში, ხალვაშთან, აბსოლუტურად, არაფრის მომცემია. თქვენც კარგად უნდა აცნობიერებდეთ, რომ აქ, რომ მოდის ვინმე სალია ან თუნდაც ხალვაში, ეს არის ივანიშვილი და არა ის კონკრეტული სახელი და გვარი, ვინც შეიძლება მოდიოდეს. ივანიშვილთან საუბარს ვაპირებ თუ არა, ძალიან მარტივი პასუხი მაქვს – არა,“ – განაცხადა ირაკლი ოქრუაშვილმა.

 

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...