ოქრუაშვილი: რამდენჯერმე გაეკეთებინა ივანიშვილის ცოლს საჭმელი მოხუცებულთა თავშესაფარში..

“გაშინაურებულიყო ჩვენს ხალხს, გაცილებით უფრო ადვილად მიიღებდა და უფრო ბევრი რამეს აპატიებდა ჩვენი ხალხი”,-ამის შესახებ პოლიტიკური მოძრაობის “გამარჯვებული საქართველოს” ლიდერმა ირაკლი ოქრუაშვილმა გადაცემა “360 გრადუსში” საუბრისას განაცხადა.

” ჩვენი ხალხი ვერ იტანს უტიფრობას, უსამართლობას, თავხედობას რასაც ჩადის ივანიშვილი ყოველდღე. ბიძინა ივანიშვილს რომ ჰქონოდა “ქართული ხასიათი”. ქართველებისათვის მისაღები მმართველის როლის მორგება. მისი შვილები სხვის შვილებთან ერთად წასულიყვნენ ჯარში და ტალახში ეთხარათ სანგარი, ქვეყნის სადარაჯოზე სადმე.

მისი მეუღლე რომელიც არის პოზიტივის მქონე ქალბატონი და სანდომიანი, ბევრი კარგი მსმენია. გვენახა ჩვენ რომ მოხუცებულთა თავშესაფარში რამდენჯერმე საჭმელი გაეკეთებინა მოხუცებულებისთვის. ივანიშვილს სადმე ყოველგვარი გამოწკეპილობის და ფორმალობების გარეშე თითქოს ეკლესიებზე მრუნველი რომ გახდა ამ ბოლო დროს, ისე შემოეჩვია ეკლესიების გახსნას ეტყობა საპატრიარქოდან ცნობის აღება უნდა რომ მორწმუნეა. ცოტა უფრო მისაღები ფორმით გაშინაურებულიყო ჩვენს ხალხს, გაცილებით უფრო ადვილად მიიღებდა და უფრო ბევრი რამეს აპატიებდა ჩვენი ხალხი”,-განაცხადა ოქრუაშვილმა.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...