ოქრუაშვილი: ივანიშვილი წინდახედული კაცი ყოფილა, ციხის საწოლის ზომის სტანდარტი საკუთარი ზომის მიხედვით დააწესა

ივანიშვილი წინდახედული კაცი ყოფილა, ციხის საწოლის ზომის სტანდარტი საკუთარი ზომის მიხედვით დააწესო, წინდახედულობაა, აბა რა, – ამის შესახებ “გამარჯვებული საქართველოს” ლიდერი ირაკლი ოქრუაშვილი სოციალურ ქსელში წერს, რომელიც ციხეში ზის.

“საოცრად წინდახედული ადამიანი ყოფილა ბიძინა ივანიშვილი.
ორი თვის წინ ციხის ადმინისტრაციას ვთხოვე საწოლის გადიდება ( ერთი ფიცრის დამატება უნდა მხოლოდ ) . სიმაღლეში 191 სმ ვარ, ხოლო საწოლი 157 სმ -ია. უარი მითხრეს – ეს ზომა ციხის სტანდარტია და გამონაკლისს ვერ დავუშვებთო.
წინდახედულობაა, აბა რა! წინასწარ ციხის საწოლის ზომის სტანდარტი საკუთარი ზომის მიხედვით დააწესო.
ხომ ხედავთ გახარიაზე სულ არ ფიქრობს ეს კაცი”, – წერს ირაკლი ოქრუაშვილი Facebook-ში.

 

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად