A1 ბანერი

ოქრუაშვილი: ივანიშვილი პროპორციულ სისტემას დათანხმდება, თუ რუსთაველზე 50 000 ადამიანი იდგება

ამის შესახებ თავდაცვის ყოფილმა მინისტრმა ირაკლი ოქრუაშვილმა “პალიტრანიუსის” ეთერში განაცხადა.

“თუნდაც მილიონი ხელმოწერა რომ შეგროვდეს, მე არ მჯერა, რომ მეორე დღეს ივანიშვილი თავის პარლამენტს დარაზმავს და პროპორციულ საარჩევნო სისტემას მიაღებინებს. მე მჯერა, რომ ამას ერთადერთ შემთხვევაში გააკეთებს. თუ რუსთაველზე 50 000 ადამიანი იდგება, რომელიც მოტივირებული იქნება მისი შუშის სასახლე დაიკავებს.

მე მქონდა ძალიან ბევრი სუბიექტისა და ლიდერისადმი შეთავაზება, რომ ასე არ გამოვა – ჩვენი კაბინეტებიდან, ჩვენი საპრესკონფერენციოებიდან თუ ტრიბუნებიდან ხალხს ველაპარაკოთ დაყენებული ტემბრით. გავიდეთ მთელ ქვეყანაში. გავინაწილოთ საქართველო რამდენიმე ნაწილად ვიაროთ, შენ იქ მე აქ, ის იქ. ვიაროთ უბან-უბან, ქუჩა-ქუჩა, ბირჟა-ბირჟა, ბაზარ-ბაზარ. ხალხს ავუხსნათ გამოსავალი რაში მდგომარეობს, დავარწმუნოთ ჩვენს გულწრფელობასა და კეთილსინდისიერებაში. ხალხს პოლიტიკოსების ხსენება აღარ უნდათ. მას შემდეგ რაც შემოვივლით ქვეყანას, ისევ შევიკრიბოთ და ისევ გადავინაწილოთ და კიდევ ვიაროთ 2020 წლამდე. იმისთვის, რომ 2020 წელს ისევ რომ დაგვიწერენ ოქმებს ხახვით, ბრინჯით და კარტოფილით, მზად ვიყოთ რომ ამ ყველაფერს საკადრისი პასუხი გავცეთ. რაც ვერ გააკეთეს საპრეზიდენტო არჩევნების შემდეგ.

ერთადერთი ადამიანი, ვინც ჩემი წინადადება ადეკვატურად აღიქვა შალვა ნათელაშვილი იყო. დანარჩენებმა დაახლოებით ასეთი რამე თქვეს, დაიცადე ცოტა ხანი ახლა ცივაო.

ივანიშვილი წავა, ორი აზრი არ არის, დღეს თუ არა ხვალ. მისი წასვლის შემდეგ სჯობს გვქონდეს პოლიტიკური კრიზისი წელიწადში 2-3-ჯერ და მთავრობის ცვლილებები. ხელისუფლება გადანაწილებული იყოს 1000 უცოდინარზე, ისედაც ასეთების ხელშია დღეს, ვიდრე ერთია ადმიანი 9-10 წელი კისერზე აჯდეს ქვეყანას და მუდმივად მის მოშორებაზე ვფიქრობდეთ.პროპორციული არჩევნები ამის საუკეთესო გამოსავალია”, – განაცხადა ირაკლი ოქრუაშვილმა.

 

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...