ოქრუაშვილი: ივანიშვილი ეკლესიის გახსნას შემოეჩვია, ეტყობა, მორწმუნის ცნობის აღება უნდა საპატრიარქოდან

ამის შესახებ პოლიტიკური მოძრაობა “გამარჯვებული საქართველოს” დამფუძნებელი ირაკლი ოქრუაშვილმა გადაცემა”

“ჩვენი ხალხი ვერ იტანს უტიფრობას, სადაც ჩაადის ივანიშვილი(პარტია “ქართული ოცნება – დემოკრატიული საქართველოს” დამფუძნებელი და თავმჯდომარე) ყოველდღე, ყოველწელს. მას რომ ჰქონოდა “ქართული ხასიათი”,  ქართველებისათვის მისაღები მმართველის როლი მორგებული, მისი შვილები სხვის შვილებთან ერთად წასულიყვნენ ჯარში და ტალახში ეთხარათ სანგარი, ქვეყნის სადარაჯოზე სადმე, მის მეუღლეს რომელიც არის ძალიან პოზიტივის მქონე ქალბატონი და სანდომიანი, ბევრი კარგი მსმენია, მოხუცებულთა თავშესაფარში ჩვენ რომ გვენახა რამდენჯერმე საჭმელი გაუკეთებია მოხუცებულებისთვის, ივანიშვილს სადმე ყოველგვარი გამოწკეპილობის და ფორმალობების, თითქოს  ეკლესიებზე მზრუნველი გახდა. ამ ბოლო დროს ასე შემოეჩვია ეკლესიების გახსნას, ეტყობა საპატრიარქოდან ცნობის აღება უნდა, რომ მორწმუნეა, ცოტა უფრო მისაღები ფორმით გაშინაურებულიყო ჩვენს ხალხს, გაცილებით უფრო ადვილად მიიღებდა და უფრო ბევრი რამეს აპატიებდა ჩვენი ხალხი” – განაცხადა ირაკლი ოქრუაშვილმა.

 

 

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...