ოქრუაშვილი: ჩემი გეგმები უკავშირდება არჩევნებს, ყველანაირად ვიქნები მოტივირებული

ყველანაირად ვიქნები მოტივირებული, რომ ოპოზიციის ერთიანობას ხელი შევუწყო”-ამის შესახებ, პარტია „გამარჯვებული საქართველოს“ ლიდერმა, ირაკლი ოქრუაშვილმა, “ფორმულას” ეთერში განაცხადა.

როგორც ირაკლი ოქრუაშვილი აცხადებს, მისი პირადი გეგმები სწორედ მომავალ არჩევნებსა და ოპოზიციის ერთიანობას უკავშირდება.

„აქტიური პოლიტიკური წელია. მნიშვნელოვანი არჩევნები ელოდება ქვეყანას ოქტომბერში. ჩემი გეგმები უკავშირდება არჩევნებს. ყველანაირად ვიქნები მოტივირებული, რომ ოპოზიციის ერთიანობას ხელი შევუწყო არა მარტო მაჟორიტარული ოლქების განაწილებით, არამედ უფრო ღრმა და გრძელვადიანი თანამშრომლობის კუთხით”, – აცხადებს ირაკლი ოქრუაშვილი.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად